Sunday, October 26, 2014

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი

ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს,  19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის საკომფერენციო დარბაზში (ახალგაზრდული ცენტრი), მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, პირველად საქართველოშიჩატარდაახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი.“ ფორუმის ძირითადი თემა იყო ის ფსიქოლოგიურ გამოწვევები, რმლებიც დაგროვდა დღეს ჩვენს საზოგადოებაში. შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. სამიზნე აუდიტორია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული ფისქოლოგთა ფორუმი პირველად ჩატარდა საქართველოში. მომხსენებლებიც ძირიადად ახალგაზრდა ფსიქოლოგები არიან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს რიგ წარმატებას და ამ ფორუმზე საკუთარი ფსიქოლოგიური ცენტრების წარმომადგენლების ამპლუაში იქნებიანმომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ სინსიტიურ თემებზე როგორიცაა: სტრესი, ინფორმაციის სწორი მიწოდება, არაფსიქოლოგის თვალით დანახული ფსიქოლოგიური ვითარება, სუიციდი და ..     ფორუმზე ფსიქოლოგიის კომიტეტმა გაავრცელა ღია მიმართვა, განათლების მინისტრის სახელზე. განცხადებაში საუბარი იყო პრობლემებზე, რომლებიც ფიქსირდება საჯარო სკოლებში.

როგორც ფსიქოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანეილი, ნინო კერესელიძე აცხადებს: „ფორუმზე წარდგენილი თემები მოგვცემს საშუალებას, უფრო ნათლად დავინახოთ საქართველოში არსებულის ფისქოლოგიური პრობლემები და ვიფიქროთ ამ პრობლემების პრევენციაზე. უფრო ყურადღებით მოვეკიდოთ ამ პრობლემებს და ხელი შევუწყოთ მომავალს პროფესიონალ ფსიქოლოგების ჩართულობას ამ საკითხებში.



მოძრაობა დავითიანნი მომავალშიც გეგმავს ხმამაღალი სიტყვის თქმას ფსიქოლოგიაში და ვიმდოვნებთ, რომ მხარს დაგვიჭერენ და გვერდში დაგვიდგებიან პროფესიონალი და გამოცდილი ფსიქოლოგები. ჩვენ ამისთვის მონდომებასა და ახალგაზრდულ ენერგიას არ დავზოგავთ.“

გააცოცხლე საქართველოს ისტორია

5 ოქტომბერს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ახალი პროექტის ფარგლებში, მოეწყო მეორე გასვლა რუის-ურბნისში. პროექტი მოიცავდა საინტერესო ექსკურსიას ყინსწვისის მონასტერში, ურბნისში,  სარკინეთის მამათა მონასტერსა და უფლისციხეში. ასევე მოეწყო პარაკლისი დავით აღმაშენებლის სახელზე და პრეზენტაცია რუის-ურბნისის კრების შესახებ, მის მნიშვნელობასა და მიზნებზე. დღის ბოლოს მოეწყო მხატვრული ფილმის ჩვენბა პატრიოტიზმის თემატიკაზე. 

საბოლოო ჯამში, გასვლა გამოვიდა ძალიან შემეცნებითი და დატვირთული განსხვავებული აქტივობებით. აღნიშნულ პროექტში ჩაერთო 50 სტუდენტი და სკოლის მოსწავლე. პროექტი ემსახურება ახალგაზრდებში ისტორიის პოპულარიზაციას. სწორედ ამიტომ დაიწყო აღნიშნული პრეოქტი და მომავალშიც იგეგმება მსგავის შინაარსის გასვლები საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში.
პროექტი „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“ 2014 წლის 27 ივლისს დაიწყო. პირველი გასვლა მოეწყო დიდგორში და მომავალში იგეგმება მასშტაბური 3 დღიანი გასვლა ტაო-კლარჯეთში.





Wednesday, October 22, 2014

დავითიანნმა მოძღვრებთან ერთად ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყო

მოძრაობა დავითიანნის ორგაიზებით დაიწყო ახალი პროექტი, ლექციათა ციკლი „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“.  ციკლი მოიცავს შეხვედრებს სხვდასხვა თემებზე, ძირითადად საუბრებს წარუძღვებიან   დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, მღვდელ-მონაზონი მიქაელ ბრეგვაძე და მღვდელი ანდრია მიდოდაშვილი. ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა მოძღვრები, თეოლოგები  თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებთან საუბარიც საინტერესო იქნება რელიგიურ ჭრილში. შეხვედრები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ უნივერსტეტში (სეუ), წინანდლის ქუჩა ნომერი #9, აუდიტორია 713.

მღვდელ-მონაზონი მიქაელ ბრეგვაძე (დავით მეფსალმუნის ტაძრის მსახრური)


მე ვფიქრობ, რომ აქაური ლექციები ძალიან ბერვს დაეხმარება. დაეხმარება არქიტექტორებს, ფერმწერებს, მწერლებს, რომ უფრო სწორად დაინახონ და სწორად გააშუქონ ქრისტიანობა, უფრო კარგად გაეცნონ საეკლესიო წესებს, მის  შინაარსს და ღრმა მნიშვნელობას.
ძალიან დიდი გაუცხოებაა ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. მე ვფიქრობ, რომ ამ ლექციებმა უფრო ახლოს უნდა დააყენოს ადმიანები ერთმანეთან, უფრო კარგად უნდა ვისწავლოთ  ქრისტიანობა. ჩვენ არც სარწმუნოება უნდა დავკარგოთ და არც ადამიანობა. ჩვენ, ადრე თუ გვიან, ყველა წარვდგებით უფლის წინაშე. ჩვენ ხო ერთმანეისვის დავიბადე და მარადიულობაში ერთმანეის მიმარ როგორი დამოკიდებულება გვექნება, ეს განსაზღვრავს ჩევნს მარადიულ ყოფას. ამიტომ მე ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ დავითიანს, რომ  დაგეგმა მომავალ თაობასთან შეხვედრები. იმიტომ, რომ თქვენ ხართ მომავალი მამები, დედები,  საქართველოს მომავალი თაობა და მომავლის მომავალი საფუველი. ასევე დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ უნივერსტეტს.“



დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი)
 „ამ შეხვედრებს  აქვს შემეცნებითი და აპოლოგეტური ხასიათი და მიზანი არის ის,  რომ ადამიანად მოსულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობა ვისწავლოთ.“



მღვდელი ანდრია მიდოდაშვილი (გორის ღვთისმშობლის შობის საკატედრო ტაძრის მღვდელმსახური)

„ამ შეხვედრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ერთმანეთი. ვიპოვნოთ ერთმანეთი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, დავინახოთ ახლაგაზრდების რეალური პრობლემები, რეალური მოთხოვნილებები და ამაზე გავცეთ პასუხი. ამ მიმართულებით  ვიღვაწოთ. ყველაფერს გვიჩვენებს შეხვედრების  შედეგი, ვგულისხმობ იმას, თუ რამდენად დაინტერესდება ახალგაზრდობა ჩვენთან ურთიერთობით.“

ჯაბა ქოიავა (დამსწრე)
"მე მინდა დიდი მადლობა გამოვხატო დავითიანნის მიმართ, რომ სეთი მაღალი დონის შეხვედრები დაიწყო. ვფიქრობ, შეხვედრები განათლებას შეგვძენს, ბევრისთვის შესაძლოა ეს შეხვედრები იყოს საწყისი ეკლესიური ცხოვრების წიღში შესვლისა, რაც დამეთანხმები დაუსრულებელი ბედნიერებაა. ასევე მინდა დავამატო, რომ საზოგადოება გაიცნობს ღრმად განათლებულ ნათელ პიროვნებას მღვდელმონოზონ მიქაელს (ბრეგვაძეს). კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო დავითიანნს ამ სასიხარულო მოვლენისადმი. დიდი მოლოდინით ველოდებით შემდეგ ოთხშაბათს, მამა მიქაელის ლექციას."
ლაშა კერესელიძე (დამსწრე)
"პირველ რიგში მინდა დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,დავითიანნის მიმართ. ეს ორგანიზაცია ბევრ საჭირო პროექტს ანხორციელებს ახალგაზრდობის სულიერი და კულტურული განვითარების კუთხი. თქვენს მიერ ორგანიზებული ლექციათა ციკლი, დარწმუნებული ვარ, დიდი სიკეის მომტანი იქნება ახალგაზრდობისათვის არა მარტო მათთვის. დავესწარი პირველ შეხვედრას და ალიან საინტერესო იყო. ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი და სწორი კუთხით დავინახე ბევრი საკითხი. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები მოგვცემს იმის საშუალებას, კარგად შევისწავლოდ ქრისტიანობის საფუძვლები და სწორი კუთხით დავინახოთ ეკლესიის არსი. მადლობა ,,დავითიანნს,, ამ შეხვედრების ორგანიზებისათვის."

ოთარ ყვირალაშვილი (პროექტის ორგანიზატორი)
"ეს შეხვედრები ტარდება საზოგადოების ყველა ფენისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომელბიც ესე მრავლად ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას. რაც შეეხება ლექციათა ციკლის მიზანს, გამოვყოფდი უმთავრესს, ეს არის საზოგადოების დაახოლება ეკლესიასთან, მათთვის სწორად მიწოდება ქრისტიანული მოძღვრებისა. ეს აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების სულიერ ზრდას. ეს უმთავრესი პირობაა ქვეყნის სწორი განვითარებისთვის. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავითიანნის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მის რექტორს, ბატონ გია კავთელიშვილს გაწეული დახმარებისთვის."