Sunday, October 26, 2014

გააცოცხლე საქართველოს ისტორია

5 ოქტომბერს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ახალი პროექტის ფარგლებში, მოეწყო მეორე გასვლა რუის-ურბნისში. პროექტი მოიცავდა საინტერესო ექსკურსიას ყინსწვისის მონასტერში, ურბნისში,  სარკინეთის მამათა მონასტერსა და უფლისციხეში. ასევე მოეწყო პარაკლისი დავით აღმაშენებლის სახელზე და პრეზენტაცია რუის-ურბნისის კრების შესახებ, მის მნიშვნელობასა და მიზნებზე. დღის ბოლოს მოეწყო მხატვრული ფილმის ჩვენბა პატრიოტიზმის თემატიკაზე. 

საბოლოო ჯამში, გასვლა გამოვიდა ძალიან შემეცნებითი და დატვირთული განსხვავებული აქტივობებით. აღნიშნულ პროექტში ჩაერთო 50 სტუდენტი და სკოლის მოსწავლე. პროექტი ემსახურება ახალგაზრდებში ისტორიის პოპულარიზაციას. სწორედ ამიტომ დაიწყო აღნიშნული პრეოქტი და მომავალშიც იგეგმება მსგავის შინაარსის გასვლები საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში.
პროექტი „გააცოცხლე საქართველოს ისტორია“ 2014 წლის 27 ივლისს დაიწყო. პირველი გასვლა მოეწყო დიდგორში და მომავალში იგეგმება მასშტაბური 3 დღიანი გასვლა ტაო-კლარჯეთში.





No comments:

Post a Comment