ფსიქოლოგიის კომიტეტი

ფსიქოლოგიის კომიტეტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა

Featured image2 ოქტომბერს მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა. კომიტეტი ხშირად სტუმრობს ამ დაწესებულებას და გადასცემს მათ სხვადასხვა საჩუქრებს, ისმენს მათ პრობლემებს და ცდილობს, დაეხმაროს მათ ამ პრობლემების მოგვარებაში.
1 ოქტომბერი მოხუცების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ესტუმრა ფსიქოლოგიის კომიტეტი ამ დაწესებულებას, მოხუცებს გადაეცათ საჩუქრები. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 1 ოქტომბერს მოხუცებთან მისვლა, ამიტომ ვიზიტი 2 ოქტომბერს შედგა.
შეხვედრაზე ჩატარდა მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის       საკონსულტაციო ცენტრის  მოკლე პრეზენტაცია. ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2 ოტომბერს და მისი პირველი
10719029_880153668675070_1426422867_n
მომხმარებლები სწორედ ამ თავშესაფრის ბენეფიციარები არიან.
მომავალში იგეგმება უფასო კონსულტირების  ჩატარება სხვადასხვა ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებისთვის. 



ფსიქოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანეილის, ნინო კერესელიძის კომენტარი:
“დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტი აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და დღეიდან სთავაზობს ინდივიდუალურ ფსიქოკონსულტირებას. ამ სერვისის პრეზენტაცია კი შედგა თბილისის მოხუცებულთა თავშესაფარში. 
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგები ვცდილობთ, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფსიქოლოგთან კონსუილტირება. სწორედ ამ მოტივით ჩვენი პირველი კლიენტები იყვნენ მოხუცები. ჩვენმა სპეციალისტება ჩაატარეს დიაგნოსტიკა, ემოციების მართვის თერაპია და ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირება. მოხუცების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს სტუმრობას, ვინაიდან წინა ვიზიტებისას დიდი სურვილი გამოთქვეს მიღოთ ფსიქოლოგის მომსახურეობა.”

10718615_880610185296085_1995026204_o

No comments:

Post a Comment