Sunday, October 26, 2014

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი

ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს,  19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის საკომფერენციო დარბაზში (ახალგაზრდული ცენტრი), მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის კომიტეტის ორგანიზებით, პირველად საქართველოშიჩატარდაახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმი.“ ფორუმის ძირითადი თემა იყო ის ფსიქოლოგიურ გამოწვევები, რმლებიც დაგროვდა დღეს ჩვენს საზოგადოებაში. შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. სამიზნე აუდიტორია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული ფისქოლოგთა ფორუმი პირველად ჩატარდა საქართველოში. მომხსენებლებიც ძირიადად ახალგაზრდა ფსიქოლოგები არიან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს რიგ წარმატებას და ამ ფორუმზე საკუთარი ფსიქოლოგიური ცენტრების წარმომადგენლების ამპლუაში იქნებიანმომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ სინსიტიურ თემებზე როგორიცაა: სტრესი, ინფორმაციის სწორი მიწოდება, არაფსიქოლოგის თვალით დანახული ფსიქოლოგიური ვითარება, სუიციდი და ..     ფორუმზე ფსიქოლოგიის კომიტეტმა გაავრცელა ღია მიმართვა, განათლების მინისტრის სახელზე. განცხადებაში საუბარი იყო პრობლემებზე, რომლებიც ფიქსირდება საჯარო სკოლებში.

როგორც ფსიქოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანეილი, ნინო კერესელიძე აცხადებს: „ფორუმზე წარდგენილი თემები მოგვცემს საშუალებას, უფრო ნათლად დავინახოთ საქართველოში არსებულის ფისქოლოგიური პრობლემები და ვიფიქროთ ამ პრობლემების პრევენციაზე. უფრო ყურადღებით მოვეკიდოთ ამ პრობლემებს და ხელი შევუწყოთ მომავალს პროფესიონალ ფსიქოლოგების ჩართულობას ამ საკითხებში.



მოძრაობა დავითიანნი მომავალშიც გეგმავს ხმამაღალი სიტყვის თქმას ფსიქოლოგიაში და ვიმდოვნებთ, რომ მხარს დაგვიჭერენ და გვერდში დაგვიდგებიან პროფესიონალი და გამოცდილი ფსიქოლოგები. ჩვენ ამისთვის მონდომებასა და ახალგაზრდულ ენერგიას არ დავზოგავთ.“

No comments:

Post a Comment